დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995599790007 emailgigawolski@gmail.com
ღვინო

ხაშმის საფერავი 2021

30n

წითელი, მშრალი, ქვევრის გაუფილტრავი ღვინო.

ღვინო დაყენებულია სოფელი ხაშმის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნით.

ჩვენი ვენახები მდებარეობს ხაშმის საუკეთესო ზვრებში, კერძოდ ე.წ. ყარაბულახში და თოკებში. ვენახები გაშენებულია ბუნებრივ საძირეზე, ე.წ. რქაზე. ასეთი ტიპის ვენახები გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი მოსავლიანობით, მათი მოვლა საკმაოდ დიდ ენერგიას და ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ იძლევა გამორჩეული თვისებების მქონე მოსავალს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვენახებს არ ვრწყავთ, მოსავლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად მცირდება მარცვლის შედარებით მცირე ზომის გამო, თუმცა ამის შედეგად იზრდება ღვინის ინტენსივობა, კანისა და წვენის შეფარდება, რაც საბოლოოდ დადებით ეფექტს ახდენს ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

ვენახებს ვუვლით ბიო/ორგანული მეთოდებით, ღვინოს კი ვაყენებთ ქვევრში, 100% ბუნებრივად, ყველანაირი დანამატების  და ფილტრაციის გარეშე. ჩვენი ღვინო არ შეიცავს არც დამატებულ გოგირდს და შესაბამისად არის მხოლოდ ყურძნის წვენის ბუნებრივი ფერმენტაციით მიღებული.

 

სურვილების სიაში დამატება