დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს;
- პროდუქტს აღმოაჩნდა ვიზუალური წუნი, კერძოდ დაზიანებულია ეტიკეტი, კონტრეტიკეტი, ჩაჩი;
- პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა, განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
- შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.
სხვა მიზეზების შემთხვევაში შეკვეთა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
არ ვიბრუნებთ და არ ვცვლით პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
არ ვიბრუნებთ და არ ვცვლით პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია მისი საცობი, ეტყობა გახსნის ნიშნები.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ მისი ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ნივთის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ და შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გამოაგზავნოს შეძენილი ნივთი. ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს კომპანია. ნივთი, რომელიც უნდა დაბრუნდეს უკან:
- არ უნდა იყოს გარეცხილი;
- არ უნდა იყოს გამოყენებული;
- შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული.