დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995599790007 emailgigawolski@gmail.com
ღვინო

რქაწითელი

35 30n

მშრალი, ქარვისფერი, ქვევრის, გაუფილტრავი ღვინო.

ღვინო დაყენებულია რქაწითელის ჯიშის, ბიო/ორგანული მეთოდებით მოვლილი ყურძნიდან, ქვევრებში, კახური ტრადიციული მეთოდით, ჭაჭაზე დაყოვნებით.

ღვინო დაყენებულია ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის, გოგირდის დიოქსიდის, დამწმენდავი აგენტების და ფილტრაციის გარეშე. შესაბამისად შენახვის პერიოდში მოსალოდნელია ნალექის გაჩენა. ნალექის წარმოქმნა არ ნიშნავს რომ ღვინო გაფუჭდა ან მისი ხარისხი გაუარესდა. ნალექი წარმოიქმნება ღვინოში ფიზიკური და ქიმიური პროცესების შედეგად, რაც ბუნებრივი დაძველების თანმდევი პროცესია.

ღვინო კარგად დაბალანსებულია, გამორჩეული არომატით, ხანგრძლივი დაბოლოებით და დამრგვალებული, ხავერდოვანი სხეულით.

საუკეთესოდ ეხამება მწვადს და ხორცის სხვა კერძებს.

ეს ღვინო საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს 12-14 გრადუს ტემპერატურაზე. 

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სურვილების სიაში დამატება