დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995599790007 emailgigawolski@gmail.com
ღვინო

ქისი

35 25n

მშრალი, ქარვისფერი, ქვევრის, გაუფილტრავი ღვინო.

ღვინო დაყენებულია ქისისჯიშის, ბიო/ორგანული მეთოდებით მოვლილი ყურძნიდან, ქვევრებში, კახური ტრადიციული მეთოდით, ჭაჭაზე დაყოვნებით.

ღვინო დაყენებულია ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის, გოგირდის დიოქსიდის, დამწმენდავი აგენტების და ფილტრაციის გარეშე. შესაბამისად შენახვის პერიოდში მოსალოდნელია ნალექის გაჩენა. ნალექის წარმოქმნა არ ნიშნავს რომ ღვინო გაფუჭდა ან მისი ხარისხი გაუარესდა. ნალექი წარმოიქმნება ღვინოში ფიზიკური და ქიმიური პროცესების შედეგად, რაც ბუნებრივი დაძველების თანმდევი პროცესია.

ღვინო საკმაოდ ინტენსიურია, მაღალი ტანინებით და შედარებით მაღალი მჟავიანობით, გამორჩეული არომატით და ხანგრძლივი დაბოლოებით. იდეალურად ეხამება ცხარე საკვებს, ცხიმიან საკვებს, შემწვარ ხორცს, მაგარ ყველს.

მიირთვით 14-16 გრადუს ტემპერატურაზე. ამ ტემპერატურაზე ყველაზე მეტად იხსნება ეს ღვინო და წარმოაჩენს თავს.

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

სურვილების სიაში დამატება